logo_geo
eng_logo
შსს-ში დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების თემაზე გადამზადების პროცესი დაიწყო
- +

31 იანვარი. 2020. 10:45

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ნინო ცაციაშვილი დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების თემაზე კასკადური ტრენინგების გახსნით ღონისძიებას დაესწრო და სტუმრებს სიტყვით მიმართა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ზემოაღნიშნული დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით სამართალდამცავთა შესაძლებლობების გაძლიერებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.

 

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულთა თემაზე გამომძიებელთა სისტემური გადამზადების პროცესი პირველად ხორციელდება. ტრენინგ-მოდული ეფუძნება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების სასწავლო მასალას და დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე - პრაქტიკული ინფორმაციით. სამართალდამცავთა გადამზადების პროცესში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სამინისტროს ტრენერები, ასევე -ფსიქოლოგები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

გახსნით ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც პროექტის მხარდამჭერები არიან.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო, აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე გამომძიებელთა კომპეტენციის და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner