logo_geo
eng_logo
ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით ამ დროისთვის ჩინეთიდან ჩამოსული 4 პირი მკურნალობს
- +

31 იანვარი. 2020. 11:25

 

 

თბილისის ინფექციურ კლინიკაში გრიპის ვირუსით ამ დროისთვის ოთხი პაციენტი მკურნალობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა, მათგან 2 პაციენტთან გრიპი დადასტურდა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ტემპერატურის მატება არ აღენიშნებათ და თავს ამ დროისთვის ნორმალურად გრძნობენ, დიდი ალბათობით, „დიაგნოზი მოიხსნება“. მისივე განმარტებით, ორივე მათგანი ჩინეთის მოქალაქე, არასრულწლოვანია.

 

რაც შეეხება დანარჩენი ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ალექსანდრე გოგინავას თქმით, მათი მდგომარეობაც სტაბილურია, ამ ეტაპზე ტემპერატურა არ აქვთ და ელოდებიან კვლევების პასუხებს. ექიმის თქმით, გრიპის დიაგნოზი სავარაუდოდ, ამ ორ პაციენტსაც მოეხსნება.

 

ამასთან, ექიმის თქმით, ოთხი პაციენტიდან ერთ-ერთი ქალი ჩინეთის ქალაქ უხანში იმყოფებოდა და საქართველოში ორი კვირის წინ ჩამოვიდა. გოგინავას განმარტებით, ქალს ტემპერატურა ნორმაში აქვს და მისი ვირუსი კლინიკურად არ ჰგავს კორონავირუსს.

 

„კლინიკურად არ ჰგავს ამ დაავადებას. ველოდებით პასუხს. იმყოფებოდა ტაილანდში და ტაილანდიდან წამოვიდა. მანამდე, ორი კვირის წინ უხანში ყოფილა. მკურნალობს ინფექციურში და ველოდებით პასუხს“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner