logo_geo
eng_logo
არჩილ კალანდია: უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია უახლოეს პერიოდში იგეგმება
- +

31 იანვარი. 2020. 12:27

 

 

„უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია უახლოეს პერიოდში იგეგმება“, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდიამ განაცხადა.

 

„უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ ჩვენი მოქალაქეების ევაკუირებას ქალაქ უხანიდან. აქ არ იგულისხმება სხვა რეგიონები. უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციას იმ ადგილიდან, სადაც არის ეპიდემიის წყარო. მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოსთან, მათ შორის თურქეთთანაც. რომელ ქვეყანასთანაც შევთანხმდებით გადაყვანის მექანიზმებზე და ყველა დეტალზე, რომელიც არის მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის და ჩინეთის ხელისუფლების მოთხოვნების დაცვით, შესაბამისად მოხდება ამ ნორმების დაცვით მათი ევაკუაცია“, - განაცხადა არჩილ კალანდიამ.

 

არჩილ კალანდია ამ ეტაპზე ვერ ადასტურებს, უხანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში ჩამოიყვანენ თუ მათი სხვა ქვეყანაში გადაყვანა მოხდება.

 

„მოხდება თუ არა მათი ჩამოყვანა საქართველოში, ამ ეტაპზე ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას. ამ ეტაპზე საუბარია ერთ-ერთ ქვეყანასთან, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოსთან, მათ შორის ერთ-ერთია თურქეთი. რაც შეეხება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჯანმრთელად არიან“, - აღნიშნა არჩილ კალანდიამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner