logo_geo
eng_logo
ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში ოთხბალიანი შტორმია
- +

31 იანვარი. 2020. 12:53

 

ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში ოთხ-ხუთბალიანი შტორმი ფიქსირდება.

 

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ამ მხრივ ხვალ და ზეგ ვითარება შედარებით გამოსწორდება და ზღვაზე შტორმის სიმაღლე სამ-ოთხ ბალამდე შემცირდება.

 

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, სინოპტიკოსები, ხვალინდელი დღის ჩათვლით +7; +9 გრადუსს, ხოლო 2 თებერვალს +8; +10 გრადუსს ვარაუდობენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner