ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში ოთხ-ხუთბალიანი შტორმი ფიქსირდება.
ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ამ მხრივ ხვალ და ზეგ ვითარება შედარებით გამოსწორდება და ზღვაზე შტორმის სიმაღლე სამ-ოთხ ბალამდე შემცირდება.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, სინოპტიკოსები, ხვალინდელი დღის ჩათვლით +7; +9 გრადუსს, ხოლო 2 თებერვალს +8; +10 გრადუსს ვარაუდობენ.