logo_geo
eng_logo
პროკურორი: ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმეზე ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ვატო ყიფიანის შეკვეთითაა დამზადებული
- +

31 იანვარი. 2020. 13:21

 

 

„ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმეზე ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ვატო ყიფიანის შეკვეთით არის დამზადებული“, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა გიორგი კავსაძემ განუცხადა.

 

როგორც პროკურორი განმარტავს, ის, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ვატო ყიფიანმა შეუკვეთა, ეს საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებით, ასევე სხვა მტკიცებულებებით დასტურდება.

 

„გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს არამარტო საქართველოში, არამედ უკრაინაში. მოგეხსენებათ, რომ უკრაინელი და ქართველი სამართალდამცავების მჭიდრო მუშაობის შედეგად იქნა ეს დანაშაული გამოვლენილი. პირდაპირ ვერაფერს გეტყვით, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი შემკვეთი უკრაინაში დაკავებულია, ის უკრაინის მოქალაქეა. ვატო ყიფიანს რაც შეეხება, შემიძლია გითხრათ, რომ საქმის მასალებით, რაც აქ გვაქვს, ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ჩვენ მიერ გამოძიების პროცესში ამოღებულ იქნა, სწორედ მისი შეკვეთით არის დამზადებული“, - აცხადებს კავსაძე.

 

თუ რა მოტივი ჰქონდათ ძმებ ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმეში შემკვეთებს, ან შემსრულებლებს, ამასთან დაკავშირებით, პროკურორი არ საუბრობს.

 

„რა ინტერესი ჰქონდათ უკრაინის მოქალაქეებს ძმებ ფეიქრიშვილებთან, ვინ იყო შემკვეთი, რა იყო ამის მოტივი, ამაზე გამოძიება გრძელდება, ერთობლივად ვმუშაობთ უკრაინის სამართალდამცავ სტრუქტურებთან. ყველაფერი დადგენილია, თავის დროზე, როცა მტკიცებულებითი სტანდარტი შეიქმნება, ყველას მიმართ, როგორც უკრაინაში მყოფების, ასევე საქართველოში მყოფების მიმართაც დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა“, - განაცხადა ყიფიანმა.

 

რაც შეეხება იმ ფაქტს, დაიწყება თუ არა ვატო ყიფიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, კავსაძე აცხადებს, რომ „ყველას მიმართ, ვატო ყიფიანით დამთავრებული, ვის მიმართაც საკმარისი მტკიცებულებები იქნება, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყება“.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner