logo_geo
eng_logo
ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე დაკავებულმა კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, ილია გამგებელმა და დავით ქოქიაშვილმა ბრალი აღიარეს
- +

31 იანვარი. 2020. 13:36

 

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე ურეკის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის ჯემალ შამათავას უკანონო დაკავებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულმა კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, ილია გამგებელმა და დავით ქოქიაშვილმა მოსამართლის წინაშე ბრალი აღიარეს.

 

პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, ბრალდებულებმა აღიარებითი ჩვენება გამოძიების ეტაპზე მისცეს, დღევანდელ პროცესზე კი კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

 

რაც შეეხება მესამე ბრალდებულს - ლევან ქარდავას, ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს. ლევან ქარდავა დღევანდელ პროცესს არ ესწრება.

 

დაკავებულ პირებს ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და განზრახ უკანონო დაკავება.

 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე, თბილისის პროკურატურამ კუდ-ის ორი ყოფილი თანამშრომელი 2019 წლის 12 ნოემბერს დააკავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner