„13 ივნისს, თბილისში სტიქიის დროს დაღუპული მაშველის, ზურაბ მუზაშვილის სახელს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მიანიჭებენ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის პრესსამსახურის წარმომადგენელი გრეტა წიწავა წერს.
ზურაბ მუზაშვილმა 2015 წლის 13 ივნისს მომხდარ სტიქიის დროს, რვა ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.