logo_geo
eng_logo
სოსო გოგაშვილი: სპეცოპერაციისას მსოფლიო დონის ტერორისტების ლიკვიდაცია მოხდა
- +

31 იანვარი. 2020. 14:10

 

 

„დავალება შეიძლება წერილობითაც იყოს გაცემული და ვერბალურადაც“, - საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა.

 

„როგორ შეიძლებოდა, სპეცოპერაცია ყოფილიყო მოუმზადებელი, როდესაც ერთი თვის განმავლობაში ჩვენს უცხოელ კოლეგებთან ერთად, ჩვენი სამსახური, საგამოძიებო ჯგუფი, 24 საათის განმავლობაში მუშაობდა მტკიცებულებების შეკრებაზე. მტკიცებულებების ერთობლიობის შეკრების შემდეგ, პროკურატურის მეთვალყურეობით დაიგეგმა ეს ყველაფერი. ჩვენ ამას არ ვაკეთებდით  ჩვენი ინიციატივებით, სპონტანურად.  ეს სწორად და ზუსტად გაწერილი გეგმა იყო.  თუ როგორ იგეგმებოდა სპეცოპერაცია, ამის ტომები არსებობს. ეს არაა ზეპირად გაკეთებული საქმე. აბსოლუტურად ყველაფერი გაკეთებული იყო კანონის მიხედვით.

 

კითხვები გაისმა,  დავალება წერილობით რატომ არ გაეცითო.  დავალება შეიძლება წერილობითაც იყოს გაცემული და ვერბალურადაც.  რაც შეეხება სპეცოპერაციას, მსოფლიო დონის ტერორისტების ლიკვიდაცია მოხდა, ამიტომ, როგორ შეიძლება ეს მოხდეს ესე. ჩვენ ძალიან გვეხმარებიან ჩვენი პარტნიორები  და ამ შემთხვევაშიც მათი დახმარებით გავაკეთეთ ყველაფერი. მუდმივი კომუნიკაცია იყო ჩემთან, გამომძიებლებთან“, - განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner