logo_geo
eng_logo
სოსო გოგაშვილი: სპეცოპერაციის მიმდინარეობის დროს თემირლან მაჩალიკაშვილს არ ეძინა
- +

31 იანვარი. 2020. 14:18

 

 

„ადამიანი, რომლის დაკავებაც იგეგმებოდა სასამართლო განჩინების საფუძველზე, იყო სრული კონტროლის ქვეშ“, - ამასთან დაკავშირებით საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა.

 

„ტყუილი ნომერი პირველი მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით - ვითომ ჩვენ შეგვეშალა მისამართი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები სხვა მისამართზე უნდა მისულიყვნენ. შემდეგი ტყუილი იყო ის, რომ მას ეძინა და მოკლეს მძინარე ლოგინში. ეს ადამიანი სასამართლო განჩინების საფუძველზე უნდა დაგვეკავებინა, ისევე, როგორც სხვა ადამიანები, რომლებიც შედიოდნენ ჩატაევის დაჯგუფებაში. ადამიანი, რომლის დაკავებაც იგეგმებოდა სასამართლო განჩინების საფუძველზე, იყო სრული კონტროლის ქვეშ. ვაკონტროლებდით მის სატელეფონო კომუნიკაციასაც. თემირლან მაჩალიკაშვილი, რა თქმა უნდა, არ იყო მძინარე. მესამე ტყუილი იყო ის, რომ მეც იქ ვიმყოფებოდი. 2012 წლის შემდეგ პანკისში არ ვყოფილვარ, თუმცა, იქამდე ფეხით მაქვს მოვლილი მთელი პანკისის ხეობა და სოფლები. როგორც ომალო, ისე დუისი და ა.შ. მაშინ, როდესაც სპეცოპერაცია ჩატარდა, იქ არ ვყოფილვარ, რადგან ჩემი ყოფნის აუცილებლობა არ იყო. პრიორიტეტი რატომ უნდა ყოფილიყო მაინცდამაინც ეს ოჯახი? ჩვენთვის ყველა დასაკავებელი პირი ერთი იყო და ყველას ბრალი ჰქონდა წასაყენებელი. ამიტომ მე როგორ შეიძლებოდა ყველგან ვყოფილიყავი, როცა პრიორიტეტი არცერთი არ იყო - ყველა იყო პრიორიტეტი“, - განაცხადა გოგაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner