logo_geo
eng_logo
სოსო გოგაშვილი: თემირლან მაჩალიკაშვილი ჩვენ გვჭირდებოდა ცოცხალი...
- +

31 იანვარი. 2020. 15:28

 

 

„თუ არ დადგებოდა გარდაუვალი აუცილებლობა, სპეცრაზმელი არ მოიქცეოდა ისე, როგორც მოიქცა და მისი საქციელი იყო კანონის ფარგლებში“, - ამასთან დაკავშირებით საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა.

 

„ყველა პირი, რომელზეც სასამართლომ გამოსცა განჩინება, იყო დასაკავებელი. არცერთ პირს სტატუსი არ მიენიჭებოდა მანამ, სანამ არ დავაკავებდით. მაჩალიკაშვილი იქნებოდა დაკავებული და ის მტკიცებულებები, რომლებიც მე მინახავს, აუცილებლად დააყენებდა იმ შედეგს, რაც დადგა სხვების შემთხვევაშიც. მას ბრალდებულის სტატუსი ვერ მიენიჭა, რადგან მოხდა მისი დაჭრა და შემდეგ გარდაიცვალა.

 

არანაირი ლიკვიდაციის აუცილებლობა არ იყო, რადგან თემირლანი ჩვენ გვჭირდებოდა ცოცხალი. ჩვენ ძალიან ბევრ ინფორმაციას მოგვცემდა ჩატაევის შესახებ, ის რომ  ცოცხალი ყოფილიყო. ის, რა თქმა უნდა, იქნებოდა ბრალწაყენებული და მისჯილიც. თუ არ დადგებოდა გარდაუვალი აუცილებლობა, სპეცრაზმელი არ მოიქცეოდა ისე, როგორც მოიქცა და მისი საქციელი იყო კანონის ფარგლებში“, - განაცხადა გოგაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner