logo_geo
eng_logo
ილია მეორე: კრეტას კრებაში ვერ მივიღებთ, არ მივიღებთ მონაწილოებას
- +

12 ივნისი. 2016. 14:39



ჩვენ ვერ მივიღებთ, არ მივიღებთ მონაწილეობას კრებაში, რადგან ზოგიერთი საკითხი რთულია და ჩვენთვის მიუღებელია", - ამის შესახებ კრეტას კრებასთან დაკავშირებით საუბრისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.


პატრიარქის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობა, თუმცა, ერთსულოვნება უნდა იყოს ჭეშმარიტების გზაზე.


უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვეუბნება, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ბედნიერია ის ადამიანი და ის ერი, რომელიც დაადგება უფლის გზას. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება წარმოშობს სხვადასხვა პრობლემებს და აი ამ დროს ადამიანი უნდა იყოს ფრთხილი, რომ არ ჩავარდეს უფსკრულში, არ ჩაიდინოს და არ გააკეთოს ისეთი საქმე, რომლის გამოსწორება მერე ძნელი იქნება", - განაცხადა პატრიარქმა.


მისივე თქმით, დღეს არის მირიან და ნანას ხსენების დღე, რომლებიც პირველი ქართველი ქრისტიანი მეფე-დედოფალი არიან.


მათი ლოცვით ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ მტკიცედ ვიდგეთ ჭეშმარიტების გზაზე. მტკიცედ ვიდგეთ მართლმადიდებელ სარწმუნოებაში. 17-დან იწყება კრება საბერძნეთში. ჩვენ ვერ მივიღებთ, არ მივიღებთ მონაწილეობას, რადგან ზოგიერთი საკითხი რთულია და ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობა, მაგრამ ერთსულოვნება უნდა იყოს ჭეშმარიტების გზაზე. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი დაგვეხმარება, რომ ჩვენ დავიცვათ ის მცნებები, რომელიც გადმოგვცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ", - ბრძანა ილია მეორემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner