logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს სტაბილურობის გარანტიაა
- +

31 იანვარი. 2020. 16:59

 

 

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა მიიჩნევს, რომ  ბიძინა ივანიშვილი საქართველოში სიმშვიდის და სტაბილურობის გარანტიაა.

 

როგორც გოგა ხაინდრავამ  ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის მიმართ გავრცელებული ცრუ ინფორმაციები ცხადყოფს, რომ ის დიდი პიროვნებაა.

 

„ბიძინა ივანიშვილი დღევანდელი საქართველოს სტაბილურობის ერთადერთი გარანტიაა.  იმ მასშტაბის ცილისწამება, სიცრუე, რაც ჩვენ გვესმის ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მეტყველებს, თუ რა მასშტაბის ფიგურაა ის. მე მას კარგად ვიცნობ. ესაა ძალიან დიდი მასშტაბის ფიგურა. მას რომ ვუყურებ, ხშირად მახსენდება ამბავი, რომ ჭიანჭველები სპილოს ვერ ხედავენ. უბრალოდ, ვერ ხედავენ. არც იციან, რომ სპილო არსებობს. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სპილო არ არსებობს“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ. 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner