რეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში, 1991-1993 წლების სამოქალაქო ომს იხსენებს. რეჟისორი განიცდის, რომ დაპირისპირების დროს მხარეს წარმოადგენდა, თუმცა აცხადებს, რომ იარაღი არასდროს არავისთვის დაუმიზნებია.
„რაღაცეებს ვნანობ. ჩემი ცხოვრების ყველაზე ტრაგიკული ნაწილი სამოქალაქო ომია საქართველოში. მართალი გითხრათ, ციხეში ვიყავი, როდესაც ომი დაიწყო და ყველაზე მეტად განვიცდი, რომ ვიყავი მხარე. ყველაზე დიდი სირცხვილი და უბედურება არის სამოქალაქო ომი. ამაზე დიდი ტრაგედია არ შეიძლება ომში არსებობდეს. თუმცა, იარაღი არასოდეს დამიმიზნებია არავისთვის. არათუ მესროლა. საერთოდ ვერც ვიტან იარაღს“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“.