logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ამერიკისთვის საქართველო სანდო პარტნიორია
- +

31 იანვარი. 2020. 18:13

 

 

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ის ოფიციალურ ურთიერთობებში არაფერი იცვლება, თუმცა, ქართულ მხარეს ესმის მისწრაფება და რჩევა, რომ ქვეყნის განვითარებისთვის მუშაობა კიდევ უფრო მეტად უნდა გაგრძელდეს.

 

ჟურნალისტებთან საუბარში ანრი ოხანაშვილი ამერიკული გამოცემა „Hill“-ის სტატიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო საიმედო და სანდო მოკავშირეა, რის შესახებაც ხშირად დაფიქსირებულია არაერთ ჟურნალსა თუ გაზეთში.

 

„ამას მტკიცება, გაცხადება მომავალშიც ექნება არაერთი საერთაშორისო ტრიბუნიდან. დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი განცხადება იქნება ამერიკის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული, მათ შორის სენატორებისა, თუ კონგრესმენების მხრიდან. მათი მხრიდან ხაზგასმა მოხდება, რომ ამერიკისთვის საქართველო სანდო პარტნიორია, რაც ბევრს ნიშნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკა დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს განვითარებას. რა თქმა უნდა, ამერიკა მხარს უჭერს რეგიონის განვითარების კონტექსტში. რეგიონში საქართველო უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ქვეყანაა ამერიკასთან ერთად“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner