სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს განცხადებით, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებთ სამების საკათედრო ტაძარში ხვალ პანაშვიდი აღევლინება.
„ხვალ არის სტიქიური უბედურების ერთი წლისთავი. რამდენიმე კაცი დაიღუპა და ჩვენ გვექნება პანაშვიდი", - აღნიშნა ილია მეორემ.
მისივე თქმით, ხუთშაბათს აღინიშნება მამადავითობა და მღვდელთმთავარი შეასრულებს წირვას, თავად პატრიარქი კი ეცდება 12:00 საათზე პარაკლისი გადაიხადოს, ხოლო მომავალ კვირას მისი უწმინდესობის თქმით, სულთმოფენობა და სამების საკათედრო ტაძრის დღეა.