„აშშ-ის კონგრესიდან და სენატიდან გამოგზავნილ წერილებში, სადაც გამოთქმულია შეშფოთება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, არგუმენტების ნაწილში ბევრი უზუსტობა დაფიქსირდა“, - განაცხადა „ტვ იმედის“ „დღის ქრონიკაში“ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა.
ნიკოლაშვილი კომპანია „ფრონტერას“ შემთხვევას იხსენებს, რომელიც სრულიად მცდარად წარმოჩინდა, როგორც ამერიკული ბიზნესის შევიწროების მაგალითი. სენატის საგარეო კომიტეტის წევრთა მიერ გამოგზავნილ წერილში კი მოცემულია გაფრთხილება პოლიტიკური ნიშნით რეპრესიის დაუშვებლობის შესახებ.
მისი თქმით, საინტერესოა, რაზე დაყრდნობით გაჩნდა ეს ჩანაწერი და რა ინფორმაცია გამოიყენეს იმ ლობისტებმა, რომლებმაც უზრუნველყვეს გასული თვის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე გამოგზავნილი წერილების ტალღა.
გურამ ნიკოლაშვილი გამოცემა „ტაბულაზე“ საუბრობს, რომლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ინგლისურენოვან ვერსიაში გამოყენებულია ციტატა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან, რომელიც „ტვ იმედის“ გადაცემა „SWOT ანალიზში“ გავიდა.
როგორც ნიკოლაშვილი ამბობს, ნიუსის ინგლისურენოვანი ვერსიის სათაურში გამოყენებული ციტატის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ბევრი პოლიტიკოსი ზის ციხეში წლობით და კიდევ უფრო მეტს მოუწევს მრავალწლიანი სასჯელების მოხდა. ნიუსის ქართულენოვან ვერსიაში ინტერვიუს პასაჟი ნეიტრალურადაა გადმოცემული, რაც გამიზნულია გარე აუდიტორიაზე.
„ტაბულას“ ინგლისურენოვან ნიუსში ვკითხულობთ სათაურს, სადაც მოხმობილია ციტატა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან, რომელიც ტვ „იმედის“ ეთერში გადაცემა „SWOT - ანალიზში“ გავიდა. ციტატის მიხედვით, ივანიშვილი აცხადებს, რომ ბევრი პოლიტიკოსი ზის ციხეში წლობით და კიდევ უფრო მეტს მოუწევს მრავალწლიანი სასჯელების მოხდა. მაშინ, როცა ნიუსის ქართულენოვან ვერსიაში ინტერვიუს პასაჟი ნეიტრალურადაა გადმოცემული, ინგლისურენოვანი ნაწილი ცალსახადაა გამიზნული გარე აუდიტორიაზე მათთვის სპეკულატიური შთაბეჭდილების შესაქმნელად. წავიკითხოთ ხსენებული პასაჟი სენატორთა წერილიდან, შევხედოთ „ტაბულას“ სათაურს და მოვუსმინოთ ვრცელ ნაწყვეტს ინტერვიუდან, სადაც ბიძინა ივანიშვილი საუბრობს საპროტესტო აქციების შესახებ.
თითქოს არაფერია გაუგებარი იმ ციტატაში, პოლიტიკური ლიდერი მკაფიოდ საუბრობს ძალადობრივი სცენარის მიუღებლობაზე და სახელმწიფოს ნებაზე, არ დაუშვას მსგავსი სცენარის განვითარება, რომ ასეთი აქციების დროს სამართლებრივი რეაგირება აუცილებლად მოხდება და პროტესტის ნებისმიერი მონაწილის მცდელობა, დაუპირისპირდეს წესრიგს, არ დარჩება სათანადო რეაგირების გარეშე. ციტატის ტექსტის სახით წაღება კონტექსტის გარეშე და აქცენტის დასმა, რომ ამ მომენტში ივანიშვილი გულისხმობს პოლიტიკურ ოპონენტებს, უცხო თვალს უჩენს შეგრძნებას, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკური ნიშნით არამართებულ დევნასთან, რაც გულისხმობს აკრძალული მეთოდით ოპონენტთა არა მხოლოდ განეიტრალების მცდელობას, არამედ მათ ციხეში იზოლირებასაც“, - ამბობს გურამ ნიკოლაშვილი.