logo_geo
eng_logo
საქართველოს სარეიტინგო ქულა (DTF) 10 ინდიკატორიდან 6 ინდიკატორში გაუმჯობესდა
- +

31 იანვარი. 2020. 19:19

 

 

„საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ უფრო მაღალი და სწრაფი ტემპით გაიზარდოს ეკონომიკა“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელმა დავით ჩიხელიძემ აღნიშნა.

 

„2019 წელს საქართველომ ეკონომიკის 5.2 % ზრდა დააფიქსირა, ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო დიდი და ეფექტური იქნებოდა, რომ არა ოპოზიციის დესტრუქციული ქმედება, რომელმაც მნიშვნელოვნად შეაფერხა ქვეყნის განვითარება.

 

რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას და ეკონომიკურ ზრდას, კარგია, რომ საქართველოს მთავრობამ და ბიზნესმა ერთობლივი ძალისხმევით მოახერხეს ბაზრების დივერსიფიცირება, რამაც ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის რეკორდული ზრდა განაპირობა, მნიშვნელოვანად გაუმჯობესდა საგარეო სავაჭრო ბრუნვა, ექსპორტი შემცირდა, იმპორტი კი გაიზარდა, შესაბამისად მნიშვნელოვნად შემცირდა სავაჭრო დეფიციტი.

 

აღნიშნული ეკონომიკური ზრდა, მმართველი გუნდის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რასაც არაერთი საერთაშორისო კვლევა და რეიტინგი ადასტურებს.

 

საქართველოს სარეიტინგო ქულა (DTF) 10 ინდიკატორიდან შემდეგ 6 ინდიკატორში გაუმჯობესდა:

 

ბიზნესის დაწყება – 99.6 ქულა, მშენებლობის ნებართვა – 81 ქულა, გადასახადების გადახდა – 89.2 ქულა, ელექტროენერგიის ქსელთან მიერთება – 84.42ქულა, ვაჭრობა საზღვრებს მიღმა – 90.1 ქულა, გადახდის უუნარობა – 56.2 ქულა საქართველო ბიზნეს გარემოს გამაუმჯობესებელ, წარმატებულ ქვეყანათა ტოპ ათეულშია.

 

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი: საქართველო 2019 წელს მე-16 პოზიციაზეა 180 ქვეყანას შორის 75.9ქულით, 2012 წელს საქართველოს 34-ე პოზიციაზე იმყოფებოდა.

 

საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ უფრო მაღალი და სწრაფი ტემპით გაიზარდოს ეკონომიკა, იმედს ვიტოვებთ, შემდეგ წლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს მნიშვნელოვნად გადავაჭარბებთ, ისევე როგორც ეს 2019 წელს მოხდა“, - აღნიშნა ჩიხელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner