logo_geo
eng_logo
პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილს ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
- +

31 იანვარი. 2020. 20:17

 

 

 2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოს დერეფანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, თბილისის საკრებულოს წევრ ლევან ხაბეიშვილს ბრალდება წარედგინა.

 

პროკურატურის ინფორმაციით, მას  ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, რაც გათვალისწინებულია  საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

საქართველოს პროკურატურამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით  გირაოს გამოყენების შუამდგომლობით  მიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner