logo_geo
eng_logo
მარი შამბა: ძალიან მინდა, კიტოვანს თვალებში ჩავხედო და ვუთხრა, რომ არამზადაა!
- +

12 ივნისი. 2016. 14:59



კიტოვანი და იოსელიანი აფხაზეთში ისე შემოვიდნენ, როგორც გერმანელი ფაშისტები!.. მხოლოდ დედაჩემი კი არა, ბიძაჩემიც ტყვედ აიყვანეს და გამოვისყიდეთ", - ამის შესახებ „თაიმერს" სერგეი შამბას ბიძაშვილმა მარი შამბამ განუცხადა. მისი თქმით,  1992 წლის აფხაზეთის ომი სამხრივი ომი იყო.



დარწმუნებული ვარ, რომ კიტოვანი რუსული პროექტი იყო! ყველა გაიძახის, აფხაზები ცუდები არიანო, მაგრამ კიტოვანზე, რომელიც რუსეთში, გენერლების აგარაკზე ცხოვრობს, რატომღაც არავინ არაფერს ამბობს! შერიგება რომ დაიწყოს, ქართველებმა კიტოვანის გადმოცემა უნდა მოითხოვონ! ძალიან მინდა, თვალებში ჩავხედო და ვუთხრა: არამზადა, გახსოვს, შენი ბანდიტი გვარდიელები აფხაზეთში ხალხს რომ კლავდნენ?! შემიძლია, მოკლულთა გვარებიც დავუსახელო!  იმასაც ვკითხავ, ახსოვს თუ არა, ჩემი ოჯახი როგორ გაძარცვა - მისმა გვარდიელებმა 1975 წელს გარდაცვლილი ბაბუაჩემის პიჯაკიც მოიპარეს! კიტოვანს, ასევე, ვკითხავ, ახსოვს, დედაჩემი როგორ დააპატიმრა?!

 

 

კიტოვანი-იოსელიანი-ყარყარაშვილი - ეს ერთი კომპანია იყო. დედაჩემი აფხაზეთის ცენტრობანკის მმართველი იყო და ბანკიდან არ გაიქცა. დედაჩემი ძირძველი სოხუმელი იყო, ქართველებისთვის ცხოვრებაში ცუდი არაფერი გაუკეთებია და ორი კვირა ტყვედ ჰყავდათ.

 

 

რაღაც ფინანსური მაქინაციის გაკეთება უნდოდათ, რისი უფლებაც დედაჩემმა არ მისცათ... სხვათა შორის, დედაჩემის წინააღმდეგ საქმე ქართველებმაც აღძრეს და აფხაზებმაც, მაგრამ ერთი დოკუმენტიც ვერ ნახეს, რომელზეც დედას ხელი არასწორად ექნებოდა მოწერილი...", - განაცხადა მარი შამბამ.

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner