საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში იმ ჟურნალისტებს აკრიტიკებს, რომლებსაც პირდაპირი რეპორტაჟები ინფექციური საავადმყოფოდან მიჰყავდათ და არ იცავდნენ უსაფრთხოების წესებს, არ ეკეთათ ხელთათმანი, დამცავი პირბადე და ა.შ.
"თქვენმა ხელმძღვანელობამ ფული მარტო იმაში კი არ უნდა გიხადოთ, რომ თხებივით მივარდეთ ვირუსით ინფიცირებულ ადამიანებს, რა მნიშვნელობა აქვს კორონა ვირუსია თუ ჰაინეკენი! თქვენ ხართ ქა-ჯე-ბი❗️❗️❗️”, - წერს ოთარ ჩრდილელი.