logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილი არავის დამუქრებია ციხეში გაშვებით
- +

1 თებერვალი. 2020. 01:38

 


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, აშშ სენატროების მიერ გიორგი გახარიას სახელზე გამოგზავნილი კრიტიკული წერილის შესაფსებისას განაცხადა, რომ ბუნებაში არ არსებობს, რამდენიმე ფაქტი, რაც სამწუხაროდ, საფუძვლად დაედო კრიტიკას. მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი არსად დამუქრებია ოპოზიციას, რომ მათ ციხეში გაუშვებს.

 

„ეს არის აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა, რომელიც სხვა რამეზე იყო მიმართული. ივანიშვილი იქ ამბობს: დასანანია, ადამიანები რევოლუციურ სცენარში რომ შედიან, კედელს თავს ურტყამენ და არ ჰყავთ დამრიგებელი, რომ ასეთ ქმედებებზე არ წავიდნენ და უწევთ მერე ციხეში წასვლა. ეს არის დანანებით კონტექსტში ნათქვამი, რომელიც არასწორად იქნა გამოყენებული კრიტიკისთვის”, - განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

 

მისივე განმარტებით,  როდესაც საუბარია, რომ ძალადობრივად მოხდა მშვიდობიანი აქციის დაშლა, შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ კრიტიკას საფუძვლად დაედო რამდენიმე არასწორი ფაქტი. ამის აღმოფხვრის საშუალება მხოლოდ ერთადერთია – პირდაპირი კომუნიკაცია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან.

 

ცხადია ძალიან ცუდია, როდესაც კრიტიკა არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით ხდება და ინტენსიური კომუნიკაციის დროს ამაზე ბევრი საუბარი, ბევრი თუნდაც კამათი გვექნება და შევეცდებით, რომ მათ რეალური ფაქტობრივი გარემოებების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ, მათ შორის ვიდეო – მტკიცებულებები,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

დასმული შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც ეხება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის შესაძლო გადახედვას, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ამის არანაირი საფრთხე არ არსებობს.

 

შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკა საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და ვფიქრობ, არანაირი საფრთხე იმისა, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, არ არსებობს. საქართველო აგრძელებს პარტნიორობას ყველა ფორმატში და ჩვენი ქვეყანა არასდროს დაუშვებს, რომ გარკვეული არასწორი ინფორმაციის გამო ეჭვქვეშ დადგეს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობის საკითხი. აქედან გამომდინარე, ეს საფრთხე პრაქტიკულად არ არსებობს. უფრო დაზუსტებით ეს თემები გაირკვევა ჩვენი ვიზიტის დროს აშშ-ში, რომელიც დაგეგმილია უახლოეს მომავალში,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ვინ არის არასწორი ინფორმაციის წყარო, რომელზეც რეაგირებენ ამერიკის კონგრესის და სენატის წევრები, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ „ამ არასწორი ინფორმაციის წყარო არის ის ხალხი, რომელთაგან ნაწილი კრემლის აგენტობაზე ოცნებობს, ნაწილი – სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების აგენტობაზე.

 

მაგალითად, გუშინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში საუბარი იყო კრემლის და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების აგენტობაზე. როდესაც მათ ქვეყნის შიგნით დასაყრდენი არ აქვთ, ამასაც კი გაახმოვანებენ ხოლმე. სახელებს და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

შეგახსენებთ: ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და კომიტეტის წევრი ჯინ შაჰინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილს უგზავნიან.

 

29 იანვრით დათარიღებულ წერილში სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რაც, მათი აზრით, მიუთითებს, რომ საქართველო შორდება დემოკრატული ინსტიტუტების მშენებლობის ვალდებულებას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner