„რუსეთი ოკუპანტია! როგორი სისხლისღვრაც უნდა ყოფილიყო, რომ არა რუსული ფაქტორი, ქართველები და აფხაზები მაინც შევრიგდებოდით და ეს სიმართლეა!", - ამის შესახებ „თაიმერს" სერგეი შამბას ბიძაშვილმა მარი შამბამ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ჩამოსვლა ძალიან ბევრ აფხაზს უნდა.
„ძალიან ბევრი დრო გავიდა და აფხაზები ქართველების გარეშე ცხოვრებას ეჩვევიან... საქართველოში ჩამოსვლა ძალიან ბევრ აფხაზს უნდა. სოხუმში რომ ჩავდივარ, ჩემი ნათესავი აფხაზი, რომელიც ამ ომში მონაწილეობდა - ბატალიონის მეთაური იყო, მეუბნება ხოლმე, მაინტერსებს, საქართველოში როგორ ცხოვრობენ, როგორი ფასებიაო... საშუალება რომ იყოს, აფხაზები სავაჭროდ საქართველოში ჩამოვიდოდნენ, ქართველები კი, - აფხაზეთში, ვიღაც ვიღაცაზე დაქორწინდებოდა, ვიღაც ვიღაცას დაუმეგობრდებოდა და ასე, ნელ-ნელა კონტაქტი აღდგებდოდა, ერთმანეთს ისევ დავუახლოვდებოდით და ის საზღვარი, რომელიც სისხლით აღიმართა, გადაილახებოდა... აფხაზებს აინტერსებთ, ქართველები როგორ ცხოვრობენ!", - განაცხადა მარი შამბამ.