trace international -ის მიერ წარმოებული ე.წ. რეკეტის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 27-ე, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და 18-ე ადგილზეა.
წინა წლის რეიტინგთან შედარებით ქულა არ შეცვლილა.
საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა და ლიდერობს. უფრო მეტიც, ყველა ევროპულ ქვეყანას უსწრებს, რაც კი ავსტრიის აღმოსავლეთით გეოგრაფიულად მდებარეობს.
საქართველო უსწრებს ევროკავშირის 14 სახელმწიფოს: იტალიას, პოლონეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ჩეხეთს, ლატვიას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, კვიპროსს, მალტას, ესპანეთს.
გარდა ამისა უსწრებს ევროპის განვითარებულ(ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს) ქვეყნებს - ლიხტენშტეინს, ანდორას და სანმარინოს.
ყველაზე მაღალი შეფასება საქართველომ მიიღო ისეთ მთავარ აგრეგატში, როგორიცაა „კორუფციაში ხელისუფლების ჩართულობისაგან თავისუფლება“ - ამ აგრეგატში, რომელიც ელიტურ კორუფციისაგან თავისუფლებას ზომავს, საქართველო მსოფლიოში 10-ე ადგილზე, ევროპაში კი 6-ზეა.
აღსანიშნავია, ისიც რომ ყველაზე ცუდი შეფასება „არასამთავრობო და მედია სექტორის აგრეგატმა“ მიიღო, რომელიც ამ ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, უნარიანობას, მიუკერძოებლობას ზომავს კორუფციის ზედამხედველობის პროცესში.
https://www.traceinternational.org/trace-matrix?