logo_geo
eng_logo
მარინა ეზუგბაია: საქართველოში ჩატარებული კვლევებით, ახალი კორონავირუსის ნიშნები გამოირიცხა
- +

1 თებერვალი. 2020. 12:18

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს ორ მოქალაქესთან მიმართებით საქართველოში ჩატარებული კვლევებით, ახალი კორონავირუსის ნიშნები გამოირიცხა.

 

ექიმის განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ცენტრში მოთავსების დროსაც მძიმე არ იყო.

 

მისივე თქმით, შემოსვლისას მათ ჰქონდათ ტემპერატურა, არაუმეტეს 38 გრადუსისა და იშვიათი ხველა. მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში შეყვანისთანავე ჩაუტარდათ კვლევა და ანთების მარკერებზე სისხლის კლინიკური კვლევა.

 

ექიმის თქმით, სიმძიმის მაჩვენებლები ლაბორატორიულადაც გამოირიცხა, არცერთთან არ აღმოჩნდა პნევმონია და ანთების მარკერებიც არ იყო მაღალი. აქედან გამომდინარე, როგორც ექიმი განმარტავს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ჩაითვლება მძიმე ფორმებად. ეზუგბაიას თქმით, მათ ყველა ტიპის გამოკვლევა ჩაუტარდათ, ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია გერმანიაში და ახლა ელოდებიან პასუხს კორონავირუსთან დაკავშირებით, თუმცა, მისივე თქმით, ის, რომ პაციენტებს კორონავირუსი აღმოაჩნდეთ, ამის შანსი მინიმალურია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner