ფლორიდის ქალაქ ორლანდოში, გეი-კლუბში სროლის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა. ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდამსხმელებმა კლუბში მძევლები აიყვანეს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოკადრებში, კლუბთან მობილიზებული სასწრაფო დახმარების ბრიგადები ჩანს. მედიკოსები დაშავებულებს პირველად სამედიცინო დახმარებას ქუჩაში უწევენ.