კორონავირუსის ეპიდემიის გამო, კომპანია „Apple“-მა ჩინეთში ყველა ოფიციალური მაღაზიის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის მაღაზიები ქვეყანაში 9 თებერვლამდე იქნება დახურული.
შეგახსენებთ, არსებული მონაცემებით, ჩინეთში გავრცელებულ ახალ კორონავირუსს 259 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.