logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი თურქეთს მადლობას უხდის
- +

1 თებერვალი. 2020. 13:50

 

„მინდა, მადლობა გადავუხადო თურქეთს უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციისთვის დანიშნული რეისისთვის. მხარდაჭერის ასეთი გამოხატვა კიდევ ერთხელ ადასტურებს მჭიდრო პარტნიორობასა და სოლიდარობას ორ ქვეყანას შორის“, -ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „Twitter“- ში წერს.

 

დავით ზალკალიანი იმავე თემასთან დაკავშირებით სოციალური ქსელის დახმარებით ჩინეთსაც მიმართავს და კორონავირუსთან ბრძოლაში ქვეყანას მხარდაჭერას უცხადებს.

 

„კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქებასთან დაკავშირებით, გვსურს, ჩინეთმა იცოდეს, რომ საქართველო მის გვერდზე დგას და გააგრძელებს მასთან თანამშრომლობას, რათა შეჩერდეს სასიკვდილო ვირუსის გავრცელება. ეს არის მხარდაჭერისა და სოლიდარობის დრო“, - წერს ზალკალიანი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner