logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: საქართველოში ბიზნესის თავისუფლების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესებულია
- +

1 თებერვალი. 2020. 15:20

 

„საქართველოში ბიზნესის თავისუფლების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესებულია და  სწორედ ეს რეალობაა ასახული გავლენიანი ორგანიზაცია „Trace International“-ის ბოლო შეფასებაში, რომლის მიხედვითაც ე.წ. რეკეტის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო ევროპაში კვლავინდებურად ტოპ ოცეულშია თავისუფლების ხარისხით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გავლენიანი ორგანიზაცია „Trace International“-ის რეკეტის რისკისგან თავისუფლების ინდექსის შეფასებისას განაცხადა.

 

 

 

ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 200 ქვეყანას შორის 27-ე ადგილზეა, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და მე-18 პოზიციას იკავებს.

 

ნათია თურნავას განცხადებით, ასევე აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის რეკეტის რისკისგან ყველაზე თავისუფალი ქვეყანა  ვართ.

 

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით,  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ შეფასებაში არის ხელისუფლების კორუფციაში ჩაურთველობა და ამ თვალსაზრისით მსოფლიოში  მეათე, ევროპაში კი მე-6 ადგილზე ვართ.

 

„ეს გავლენიანი შეფასება აღიარებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ევროპისა და მსოფლიოს უამრავ ქვეყანასთან შედარებით. ამის ყველაზე თვალსაჩინო ინდიკატორია ის გაზრდილი ნდობა, რასაც ბიზნესი საქართველოს ეკონომიკის, საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ იჩენს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

მინისტრის თქმით,  ეს ნდობა აისახება მაღალ ეკონომიკურ ზრდაში, რომელმაც 2019 წლის წინასწარი მონაცემით, 5,2 პროცენტი შეადგინა, ეს აისახება ბიზნესის გაზრდილ აქტივობაში პრივატიზაციის, სხვადასხვა სახის ლიცენზიების მიმართ.

 

„ის, რომ ჩვენ, იმავე, გამჭვირვალობის ხარისხით, სხვადასხვა განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს ვუსწრებთ,  როგორიცაა იტალია, პოლონეთი, ჩეხეთი თუ სხვა ქვეყნები, სწორედ ის ფაქტორია, რის გამოც ევროპული კომპანიები საქართველოში ჩამოდიან,  იწყებენ აქ ახალ ბიზნესებსა და ახალ პროექტებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner