ფლორდის ქალაქ ორლანდოში გეი-კლუბზე თავდასხმაში მონაწილე შეიარაღებული პირი მოკლულია.
ფლორიდის პოლიციის ინფორმაციით, სროლის შედეგად არიან დაშავებულები. ამერიკული მედიის მონაცემებით, დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.
პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, შემთხვევის ადგილი დატოვონ.
ამასთან, სამართალდამცველებმა კლუბში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომელიც გაუვნებელყვეს.
ორლანდოში მდებარე გეი-კლუბ „პულსში" შეიარაღებული პირმა ადგილობრივიდ დროით დაახლოებით 02:00 საათზე გახსნა ცეცხლი. ინციდენტის დროს კლუბში 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.