logo_geo
eng_logo
გეი-კლუბზე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია
- +

12 ივნისი. 2016. 15:47



ფლორდის ქალაქ ორლანდოში გეი-კლუბზე თავდასხმაში მონაწილე შეიარაღებული პირი მოკლულია.


ფლორიდის პოლიციის ინფორმაციით, სროლის შედეგად არიან დაშავებულები. ამერიკული მედიის მონაცემებით, დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.


პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, შემთხვევის ადგილი დატოვონ.


ამასთან, სამართალდამცველებმა კლუბში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომელიც გაუვნებელყვეს.


ორლანდოში მდებარე გეი-კლუბ „პულსში" შეიარაღებული პირმა ადგილობრივიდ დროით დაახლოებით 02:00 საათზე  გახსნა ცეცხლი. ინციდენტის დროს კლუბში 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner