logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციაში არიან ჯგუფები, რომლებსაც ქვეყანაში დაძაბულობის შექმნა სურთ
- +

1 თებერვალი. 2020. 17:09

 

„ჩვენ ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, საჭიროა, გავაგრძელოთ დიალოგი, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში არიან ჯგუფები, რომლებსაც არც დიალოგი სურთ, პირდაპირ მოწოდებული არიან დესტრუქციისკენ და დაძაბულობის შექმნისკენ ქვეყანაში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

„მისასალმებელია, ევროსაბჭოს რეზოლუციაში გაითვალისწინეს ჩვენი პოზიცია, უნდა ჩაწერილიყო არა ის, რომ პოლიტიკური პარტიები უნდა შეთანხმდნენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უნდა გაგრძელდეს დიალოგი და მოხდეს შეთანხმება. რა თქმა უნდა, ასეთი რჩევები ჩვენი ევროპელი კოლეგების და მეგობრების მხრიდან გასათვალისწინებელია. ჩვენ ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, საჭიროა გავაგრძელოთ დიალოგი, მიუხედავად იმისა, რომ იქ არიან ჯგუფები, რომელსაც არანაირი არც დიალოგის სურთ და პირდაპირ მოწოდებული არიან დესტრუქციისკენ და დაძაბულობის შექმნისკენ ქვეყანაში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მზად არის, გააგრძელოს მსჯელობა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.

 

„ჩვენი შეთავაზება არის არა ჰაერზე მოტანილი, არამედ ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან, მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებაზე დაფუძნებული. თუკი ოპოზიციური ჯგუფები, ვინც არიან მოლაპარაკებათა მაგიდასთან, ისინიც აცნობიერებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესს და ფიქრობენ იმაზე, რომ ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა მშვიდობიანი, გრძელვადიანი განვითარება, ვფიქრობთ, მათ უნდა ჰქონდეთ ამის რესურსი, ეს გააცნობიერონ და შევთანხმდეთ ამ საკითხზე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner