ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე დაარეგისტრირა სარეფერენდუმო კითხვა: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის".
ცესკო-ს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სანდრო ბრეგაძე facebook-ზე პოსტს აქვეყნებს:
„სასიხარულო ამბავი! ჩვენმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო. ახლა გვჭირდება 200 000 ხელმოწერა, რათა 2016წლის 8 ოქტომბერს, არჩევნების დღეს რეფერენდუმით საქართველოს მოსახლეობამ კატეგორიული და სამუდამო უარი უთხრას ე.წ.ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. რამდენიმე წინადადებით ვერ აღვწერ, თუ რა სიძნელეები შეგვხვდა ამ გზაზე, თუ რამდენი უცხოელი თუ ქართველი ქართველთმოძულის გააფრთრებული წინააღმდეგობა გადავლახეთ. ახლა ბურთი და მოედანი ჩვენს ხელშია. მაშინ როდესაც მინისტრთა კაბინეტიდან გადავდექი, შეგპირდით, რომ დაწყებულ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანდი. ახლა მხოლოდ ხელმოწერებიღა დაგვრჩა გამარჯვების მოსაპოვებლად. დიდი იმედი მაქვს ქართველთა თანადგომის. ჩვენთან არს ღმერთი!", - წერს ბრეგაძე.