logo_geo
eng_logo
„ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს
- +

1 თებერვალი. 2020. 20:40

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „დინამო არენაზე“ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა გამართა. „ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლეს და ანგარიშით 41-13 დაამარცხეს.

 

პირველი ტაიმი ბორჯღალოსნების გამარჯვებით, 8:6 დასრულდა. ერთი ლელო და ერთი საჯარიმო თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა. მეორე ტაიმში კი ლევან მაისაშვილის გუნდმა უპირატესობა გაზარდა. ლელოს გატანა მირიან მოდებაძემ, ბექა გიგაშვილმა და დავით კაჭარავამ შეძლეს. აბჟანდაძე გუნდს წარმატებული გარდასახვებით ეხმარებოდა.

 

საქართველოს ნაკრები დაეუფლა ანთიმოზ ივერიელის თასსაც, რომელიც 2002 წლიდან საქართველოსა და რუმინეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩებში თამაშდება.

 

შემდეგ შეხვედრას „ბორჯღალოსნები“ 9 თებერვალს, მადრიდში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner