„პანორამა თბილისი" არის უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო პროექტი, რომელიც თბილისის ტურისტულ პოტენციალს გაზრდის.
„პანორამა თბილისი" არც კულტურულ მემკვიდრეობას, არც გარემოს დაცვით საკითხებს და არც ქალაქის ურბანულ განვითარებას არავითარ საფრთხეს არ უქმნის. ჩატარებული ისტორიულ-არქიტექტურული, არქეოლოგიური, გარემოსდაცვითი, საინჟინრო-ინფრასტრუქტურული, გეოლოგიური კვლევების მიხედვით, პროექტში ყველა მოთხოვნა დაცულია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დამატებით 10 000 ხის დარგვა. ასევე, განხილვების პროცესში დარგის სპეციალისტების არგუმენტირებული შენიშვნები მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული.
პროექტს მაღალ შეფასებას აძლევენ ისეთი ავტორიტეტული პროფესიონალები, როგორებიც არიან ჰიროკაზუ მორი, რიჩარდ ტიბოტ ფრიქსი, ანე-მარი საბატიერი და სხვა საერთაშორისო ექსპერტები.