რუსთავში, მაიაკოვსკის ქუჩაზე ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია 29 წლის ქალმა, თერთმეტი და წლინახევრის ბავშვებმა მიიღეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, „სოკარ-ჯორჯია გაზის“ ავარიული ბრიგადა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის ნიშნებით სამივე კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა. ჰოსპიტალიზაციისას დედაც და ბავშვებიც კონტაქტურები იყვნენ. წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი ტექნიკური ნორმების დარღვევით ბინაში დამონტაჟებული გაზდანადგარი გახდა.