logo_geo
eng_logo
ჩინეთში კორონავირუსისგან 243 პაციენტი გამოჯანმრთელდა
- +

2 თებერვალი. 2020. 01:29

 

ამ დროისთვის კორონავირუსისგან სულ 243 პაციენტია გამოჯანმრთელებული. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

 

საავადმყოფოებიდან პაციენტების გაწერა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სხეულის ტემპერატურა მინიმუმ სამი დღის განმავლობაში ნორმალურ დიაპაზონში რჩება, ხოლო ნუკლეინის მჟავების ტესტი ორჯერ უარყოფით შედეგს აჩვენებს.

 

ჩინეთში კორონავირუსით 259 ადამიანი დაიღუპა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ჩინეთის გარდა 25 სხვა ქვეყანაში ამ ვირუსით ავადობის 98 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა არცერთი პაციენტი არ დაღუპულა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner