logo_geo
eng_logo
პოლიციამ ბოლნისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა -დაკავებულია 1 პირი
- +

2 თებერვალი. 2020. 10:50

 

პოლიციამ ბოლნისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა -დაკავებულია 1 პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ნ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში, თანასოფლელს - 1949 წელს დაბადებულ ფ.ა.-ს, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ამავე სოფელში დააკავეს. ბრალდებული აღიარებს დანაშაულს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner