ფილიპინების ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით პაციენტი დაიღუპა.
მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი 44 წლის მამაკაცი ჩინეთის ქალაქ უხანიდან იყო.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის საზღვრებს გარეთ პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.
რაც შეეხება უახლეს სტატისტიკას, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 304-ია.