უკრაინის დედაქალაქში პოლიციამ გეი-აღლუმის მონაწილე 50 პირი დააკავა. პოლიცია ამის მიზეზად მათ აგრესიულ ქცევას ასახელებს.
პოლიციელების განცხადებით, დაკავებული პირები მათ კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ. ახსნა-განმარტებების მიღების შემდეგ, პოლიცია გადაწყვეტს, რა სანქციები დაეკისრება დაკავებულ 50 პირს.
კიევში თანასწორობის მარში გაიმართა, რომელიც ლგბტ აქტივისტების მიერ იყო ორგანიზებული.
წყარო: http://112.ua/