მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე, მსუბუქი და მცირე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე, მსუბუქი და მცირე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან და ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას არეგულირებენ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.