logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ბოქსირებულ პალატებში სამი ადამიანია დაკვირვების ქვეშ, რომელთა კლინიკური სურათი სრულად დამაკმაყოფილებელია
- +

2 თებერვალი. 2020. 15:19

 

სამი ადამიანის მდგომარეობა, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებებში მკურნალობდნენ, დამაკმაყოფილებელია. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ინტერპრესნიუსს განუცხადა, ანალიზები გადაგზავნილია როტერდამში, გარდა ამისა, სავარაუდოდ, უკვე სამშაბათს კორონავირუსის იმ ქვეტიპზე შემოწმება, რომელიც ჩინეთში ცირკულირებს, საქართველოშიც იქნება შესაძლებელი. სწორედ პასუხების შემდეგ გაიწერებიან პაციენტები კლინიკიდან.

 

„სამი ადამიანი დაკვირვების ქვეშ არის ბოქსირებულ პალატებში, სამივე ნამყოფია ჩინეთში. ერთი არის უხანში ნამყოფი, დანარჩენი იმ პროვინციებში, სადაც იმ დროს, როცა ისინი იქ იყვნენ, არ იყო ეს სიტუაცია. მათი კლინიკური სურათი სრულად დამაკმაყოფილებელია, არაფერი განსაკუთრებული მათ არ აწუხებთ.

 

ორი გამოკვლეულია დაახლოებით 22 ვირუსზე, რაც ჩვენთან, ლუგარის ლაბორატორიაში ტარდება, მათ შორის, 5 კორონავირუსზე, მაგრამ იქ ქვეტიპი, რომელიც ჩინეთში ცირკულირებს, არ გვაქვს ჯერ-ჯერობით, ამიტომ ამისთვის ის გაიგზავნა ევროპის რეფერალურ ლაბორატორიაში როტერდამში, სამშაბათს ეს პასუხი, ალბათ, გვექნება, დიდი ალბათობით, სამშაბათს უნდა გვქონდეს. თუმცა, ყველა მონაცემებით, კლინიკურითაც და ლაბორატორიულითაც, არ უნდა იყოს იქ არაფერი. ისინი უკვე კარგად არიან, თუმცა, დაველოდებით როტერდამის პასუხებს, ან სამშაბათს უკვე ჩვენ თვითონ გავაკეთებთ, თუ ეს რეაგენტი გვექნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ის ასევე გამოეხმაურა რამდენჯერმე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა, ინფორმაცია დამალეს. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მსგავსი რამ გამორიცხულია.

 

„ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ ვფლობთ ყველა ინფორმაციას, თუ სადმე შესაძლო ან სავარაუდო შემთხვევა მოხდა რომელიმე ინფექციურ საავადმყოფოში ან არაინფექციურში, რომ ჩინეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნამგზავრ ადამიანს ტემპერატურა ექნა გამოვლენილი, იმ წუთში ხდება ინფორმირება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, გამორიცხულია, სადმე ვინმე იყოს და ჩვენ არ ვიცოდეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner