დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსის ინფექციით დაავადების 14 ათას 570 ფაქტი ფიქსირდება, რომელთაგან 305 ლეტალურია.
ჩინეთის გარეთ ვირუსის გავრცელების 157 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გერმანიაში - 10, საფრანგეთში - 6, იტალიაში - 2, რუსეთში -2, დიდ ბრიტანეთში -2 და ესპანეთში, ფინეთსა და შვედეთში - 1 ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, გერმანიაში 8 ინფიცირებულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თუმცა, გუშინ, ორ მოქალაქეს, რომელთა ევაკუაცია ჩინეთის ქალაქ უხანიდან განხორციელდა, ვირუსი აღმოაჩნდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს ჩინეთიდან კორონავირუსის გავრცელების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო ვითარება გამოაცხადა.
ვირუსი, უკვე, მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი.