საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საფრანგეთს საქართველოს მოქალაქეების უხანიდან ევაკუაციისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.
„მადლობა საფრანგეთს საქართველოს ორი მოქალაქის ევაკუაციისთვის უხანიდან. როდესაც მომაკვდინებელი ვირუსი აგრძელებს საზღვრების გადაკვეთას ერთადერთი გზა, რითიც მსოფლიოს მისი შეჩერება შეუძლია ერთად დგომაა“, - წერს დავით ზალკალიანი.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის ინფორმაციით, ჩინეთიდან საქართველოს კიდევ 2 მოქალაქის ევაკუაცია ხდება, რომელსაც საფრანგეთი ახორციელებს.