logo_geo
eng_logo
თურქეთი სირიის საზღვართან მძიმე ტექნიკის გადასროლას განაგრძობს
- +

2 თებერვალი. 2020. 18:39

 

 

თურქეთი სირიის საზღვართან მძიმე ტექნიკის გადასროლას განაგრძობს. ჯავშანტრანსპორტიორებისა და ტანკების მორიგი კოლონა ჰატაის პროვინციის რეიჰანლის პროვინციაშია მობილიზებული, რომელიც სირიის საზღვართან მდებარეობს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.

 

მისივე ინფორმაციით, ტექნიკის გადასროლა სირიის საზღვართან სამხედრო ნაწილების გამაგრებას უკავშირდება.

 

მანამდე, თურქეთის ლიდერმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ იდლიბში ვითარება თუ არ დასტაბილურდება, ანკარა უმოქმედოდ არ იქნება და მზად არის ყველა საჭირო ნაბიჯის გადასადგმელად, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებისთვისაც.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner