logo_geo
eng_logo
საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთა ევაკუაციაც ფრანგულმა მხარემ უხანიდან განახორციელა, უკვე საფრანგეთშია
- +

2 თებერვალი. 2020. 18:40

 

საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთა ევაკუაციაც ფრანგულმა მხარემ ჩინეთის პროვინცია უხანიდან განახორციელა, უკვე საფრანგეთშია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ინფორმაციით, სპეციალური თვითმფრინავი ქალაქ ისტრში დაეშვა.

 

„მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ. ისინი 14-დღიან კარანტინს საფრანგეთში გაივლიან. საფრანგეთში საქართველოს საელჩო პირად კავშირზე რჩება როგორც საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე ფრანგულ მხარესთან“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

მათივე ინფორმაციით, თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უკვე ჩაუტარდათ სამედიცინო კვლევა და შედეგად არ დაუდგინდათ კორონავირუსი, თუმცა რჩებიან ადგილზე საკარანტინო პერიოდის დასრულებამდე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner