სოციალურ ქსელში ფოტოები გავრცელდა, სადაც, დასათაურების მიხედვით, კადრში აღბეჭდილი არიან ჩინელი მედიკოსები, რომლებიც კორონავირუსს 24 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად ებრძვიან.
9 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ახალი ტიპის დაფიქსირებაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა. შემთხვევა ჩინეთში, უხანში მოხდა და ეპიდემიის პირველი მსხვერპლი 11 იანვარს დაფიქსირდა.