logo_geo
eng_logo
ლონდონის სამხრეთით ინციდენტი, რა დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა, პოლიციამ ტერაქტად გამოაცხადა
- +

2 თებერვალი. 2020. 20:14

 

პოლიციამ ლონდონის სამხრეთში ინციდენტი ტერაქტად გამოაცხადა. ოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცი ლონდონის სამხრეთ ნაწილში რამდენიმე ადამიანს დანით დაესხა თავს. თავდამსხმელს პოლიციამ ესროლა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

 

ლონდონის პოლიციამ უკვე დაადასტურა, რომ შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა.

 

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მათი ცნობით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

 

პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდა, შემთხვევის ადგილთან მიახლოებას მოერიდონ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner