logo_geo
eng_logo
რამდენი ადამიანი განიკურნა კორონა ვირუსისგან და როგორ დავიცვათ თავი
- +

2 თებერვალი. 2020. 21:41

 

 

ჩინეთში, ხუბეის პროვინციის, ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსი, რომელიც მსოფლიოსთვის 2019-nC-ით გახდა ცნობილი, ჯერ კიდევ 2019 წლის 8 დეკემბერს დაფიქსირდა, თუმცა ხელისუფლებამ ოფიციალურად, მისი გავრცელების შესახებ განცხადება, მხოლოდ 30 დეკემბერს გააკეთა.

 

20 იანვარს უკვე გახდა ცნობილი, რომ ვირუსი ჩინეთის ფარგლებს გარეთაც გავრცელდა.

 

უკანასკნელი მონაცემით, მომაკვდინებელ ახალ კორონავირუსს 170 ადამიანი ემსხვერპლა, ჩინეთში დაავადება 7711 ადამიანს დაუდგინდა, 12167 დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

 

ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ამ დრომდე დაავადება ფართოდ გავრცელებული არ არის: ავსტრალიაში, ვიეტნამში, კანადაში, მალაიზიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სინგაპურში, აშშ-ში, ტაილანდში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და გერმანიაში ჯამურად, მხოლოდ 50 შემთხვევა ფიქსირდება.

 

მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე არც ჩინელ და არც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მეცნიერებს დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა არ შეუქმნიათ, მომაკვდინებელი ვირუსის დამარცხება 103-მმა პაციენტმა შეძლო, რომლებიც უხანის საავადმყოფოებიდან უკვე გაწერილია.

 

რა სიმპტომებით ხასიათდება კორონავირუსი 2019-nC? ის ჩვეულებრივ გრიპს ჰყაგვს, პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს ხველება, მაღალი ტემპერატურა, და რაც მთავარია სხვა ვირუსებისგან განსხვავებით, მას ჰაერის უკმარისობა ახასიათებს.

 

იმისთვის, რომ დაავადება თავიდან იქნას არიდებული, საჭიროა ისეთ ადამიანებთან კონტაქტისგან თავის შეკავება, რომლებსაც ინფექციური დაავადების ნიშნები აქვთ; ქუჩიდან სახლში შესვლის შემდეგ, 20 წამის განმავლობაში ხელები კარგად საპნით დაბანა; მაქსიმალურად სახეს ხელებით შეუხებლობა; პირბადის ტარება; დაცემინების, ან დახველების დროს, აუცილებელია ცხვირი და პირი ქაღალდის ხელსახოცით დაფარვა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner