თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, ორი ადამიანია დაჭრილი და შემთხვევა საცხოვრებელ სახლში მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს, 115-ე, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, 124-ე , რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას და 236-ე მუხლით, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ითვალისწინებს.
ამ დროისთვის მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.